RSS

უკრაინაU17 – საქართველოU17 2:0 (0:0)

 28 იანვარი 00:42

 საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა, მინსკის საერთაშორისო ტურნირის ფინალი უკრაინელ თანატოლებთან დათმო და რვა გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

უკრაინაU17 – საქართველოU17 2:0 (0:0)

უკრაინა: სარნავსკი, კაჩარაბა, ბურდა, ხარატინი, ტკაჩუკი, ტანკოვსკი, ტიშჩენკო (ზავისკი), ვეტროვი (მირანიანი), სობოლი, ბილონოგი, ლაზაროვიჩისრულად...

მადრიდის "რეალი" მწვრთნელს ეძებს

 27 იანვარი 22:55

ინგლისური პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა, პორტუგალიელი სპეციალისტის ჟოზე მაურინიოს გუნდის დატოვების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ლონდონის "არსენალის" უცვლელ მწვრთნელს არსენ ვენგერს „რეალში“ გადაიბირებს. ვენგერს, მადრიდელები 2009 წელს უკვე სთავაზობდნენ კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა, მისგან უარი მიიღეს.სრულად...

გორის "დილას" ოთხი ახალწვეული ჰყავს

 27 იანვარი 22:51

საფეხბურთო კლუბ გორის "დილა" ფეხბურთის გულშემატკივარს სენსაციური ტრანსფერებით გვაოცებს. თურქულ შეკრებაზე "დილას" მათე ვაწაძე, ზურაბ არზიანი და გიორგი კახელიშვილი შეუერთდნენ. მათე ვაწაძე "ვოლგას" შეკრებაზე დაშავდა, მაგრამ მალე მომჯობინდა და "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ დატვირთა კიდეც. სრულად...

გაგრა "PUMA" - თი შეიმოსა

 27 იანვარი 22:47

თურქულ ზღვისპირა კურორტ სიდეში ჩასულმა საფეხბურთო კლუბმა "გაგრამ" პირველი ვარჯიში კოკისპირული წვიმის თანხლებით ჩაატარა. როგორც გაგრელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, წვიმას სეტყვაც მოჰყვა, ვარჯიშის ბოლოს კი, სავარჯიშო მოედნის მახლობლად, ქარბორბალაც გამოჩნდა და თან ყველაფერი წაიღო. ვარჯიშების დასრულების შემდეგ, გაგრელ ფეხბურთელებს ახალი ეკიპირება დაურიგდათ, რომელიც გუნდის სპონსორის PUMA-ს ფირმისაა და საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა.სრულად...

"ტორპედო-2" - "იუსი ბესტი" 2:1

 24 იანვარი 19:32

 დღეს, ქუთაისის "ტორპედოს" დუბლშემადგენლობამ "ბენდელას თასზე" მეორე მატჩი გამართა. რუსთავში, ტორპედოს ახალგაზრდული გუნდის მეტოქე ქართული საფეხბურთო კლუბი "იუსი ბესტი" იყო.

   სანამ უშუალოდ მატჩის შესახებ დავწერთ, მანამ მცირე ინფორმაციას ამ "უცნაური" სახელწოდების მქონე გუნდზეც მოგაწვდით.

   აქამდე არნახული კომპლექტაციის ქართული გუნდი საქართველოსა და აფრიკის ერთ-ერთი მოქალაქის პრეზიდენტობით გასულ წელს ჩამოყალიბდა და მეორე ლიგაში ასპარეზობს(პირველი წრის შემდეგ მე-2 ადგილი). სრულად...

საუკეთესო ფეხბურთელად ზლატან იბრაგიმოვიჩი დასახელდა

 24 იანვარი 19:28

იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაგიმოვიჩი დასახელდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Gazzetta Dello Sport-ი იუწყება. გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად "მილანის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი აღიარეს. 2011 წლის ნომერ პირველ მცველად "მილანის" ბრაზილიელი უკანახაზელი ტიაგო სილვა მიიჩნიეს. სრულად...

"ოლიმპს" ახალი შენაძენი ჰყავს

 24 იანვარი 19:26

ქართულმა საკალათბურთო კლუბმა "ოლიმპმა" კიდევ ერთი ლეგიონერი შეიმატა. მონტენეგროელი ივან თეოდოროვიჩი კლუბის მეხუთე უცხოელი კალათბურთელია გუნდში. 28 წლის 214-სანტიმეტრიან ცენტრალურ თავდამსხმელს რამდენიმე ძლიერ საკალათბურთო ქვეყანაში უთამაშია და ისეთ ძლიერ ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვს, როგორებიცაა ადრიატიკისა და ბალტიის ლიგები.სრულად...

თენგიზ ჩიკვილაძის "დინამოში" შესაძლო დაბრუნებას "გლადიატორები" აპროტესტებენ

 24 იანვარი 19:25

ქართულ სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთლის, თენგიზ ჩიკვილაძის შეძენა სურს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის "დინამოს" ოფიციალურმა ფან-კლუბმა "გლადიატორებმა" კომენტარი გააკეთეს. "თბილისის "დინამოს" ოფიციალური ფან-კლუბი "გლადიატორები" იმედს გამოვთქვამთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია – თენგიზ ჩიკვილაძის "დინამოში" გადმოსვლასთან დაკავშირებით, ტყუილი აღმოჩნდება.სრულად...

ზაზა ფაჩულიას მორიგი წარმატებული მატჩი NBA--ში

 24 იანვარი 19:23

 ზაზა ფაჩულიას ”ატლანტა ჰოუქსის" მორიგი წარმატებული მატჩი NBA--ში . ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულური სეზონის მორიგ შეხვედრაში ჯორჯიელები „მილოუკის“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე 5 ქულიანი სხვაობით 97-92 დაამარცხეს.სრულად...

იკერ კასილასი უკვე "რეალის" ისტორიაშია

 23 იანვარი 22:31

მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასი კლუბის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა - 30 წლის ფეხბურთელმა თავისი კარიერის განმავლობაში, "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 600 შეხვედრა ჩაატარა. ეს ისტორიული ფაქტი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის გადმოტანილ შეხვედრაში გუშინ მადრიდის "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოხდა, სადაც მადრიდის "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკო"– 4:1 გაანადგურა. ესპანეთის ნაკრების მეკარე მე-6 ფეხბურთელი გახდა კლუბის ისტორიაში, ვინც 600-მატჩიან ზღვარს გადააბიჯა. აქამდე მსგავსი მიღწევა – ფერნანდო იეროს (601), ფრანსისკო ხენტოს (602), სანტილიანას (645), მანუელ სანჩისს (710) და რაულს (741) აქვს.სრულად...

17-წლამდელებმა ბელგიელ თანატოლებსაც მოუგეს

 23 იანვარი 22:30

ბელარუსში, საქართველოს 17- წლამდელთა ნაკრები "მინსკის თასზე" ბელგიელ თანატოლებს შეხვდნენ და გამანადგურებელი ანგარიშით 4:2 სძლიეს. ქართველთაგან თავი ჯიქიამ გამოიჩინა. ტურნირის რეგლამენტით, ჯგუფებიდან მხოლოდ პირველადგილოსნები გადიან ფინალში, მეორეზე გასულები კი მე-3 ადგილისთვის ითამაშებენ. ანუ, ტურნირზე ყველა ადგილი განაწილდება. ქართველ ფეხბურთელებს ორი გამარჯვება უკვე აქვთ. შეგახსენებთ, რომ ქართველმა 17-წლამდელებმა გუშინ ბელარუსთან 4:3 იმარჯვეს.სრულად...

რაგბის კავშირის პრეზიდენტად გია ნიჟარაძე აირჩიეს

 23 იანვარი 22:29

სასტუმრო "ქორთიად მერიოტში" საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარედ ისევ გია ნიჟარაძე აირჩიეს. საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა კრებაზე, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ 2011 წლის ანგარიში წარადგინა. კავშირის პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა შრომით კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ამას გარდა, ოთხწლიანი სასპონსორო ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება "ლომისთან" გააფორმა.სრულად...

მანჩესტერმა ლონდონს მოუგო

 23 იანვარი 15:50

”მანჩესტერ სიტისა” და ”ტოტენჰემ ჰოთსპურის” შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა, რომელშიც საბოლოოდ მასპინძლებმა იმარჯვეს - 3:2. 

არადა, თავიდან ”დეზები” უტევდნენ და ანგარიშის გახსნა მათ შეეძლოთ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. პირველი გოლი 56-ე წუთზე სამირ ნასრიმ გაიტანა, რომელმაც დავიდ სილვას გენიალური პასი შეირგო. ორიოდე წუთში კი ჯონლეონ ლესკოტმა ისტლენდელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. სრულად...

ჩემპიონის ბრწყინვალე გამარჯვება

 23 იანვარი 15:24

ახალი წლის ბუნდესლიგის პირველი ტური პარასკევის საკმაოდ ბრწყინვალე მატჩით გაიხსნა: ”ბორუსია პარკზე” ”მიოხენგლადბახმა” მიუნხენის ”ბაიერნს” სრულიად დამსახურებულად 3:1 მოუგო, თუმცა ამ შეხვედრაზე ტურის წინასიტყვაობაში გესაუბრეთ და შეჩერება აღარ ღირს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ შეხვედრის ტრანსლაცია 200 ქვეყანაში ტარდებოდა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდი გახლავთ. სრულად...

"ტორპედომ" "მარდანში" ვარჯიში დაიწყო

 23 იანვარი 14:03

ქუთაისიდან ტრაბზონამდე, უამინდობის გამო დამღლელი 10-საათიანი მგზავრობის შემდეგ, ჩვენი გუნდი დანიშნულების ადგილას თვითმფრინავით გაემგზავრა. ამის მიუხედავად, "ტორპედო" სასტუმროში დროულად განთავსდა და როგორც თურქეთში მყოფმა კლუბის პრესსამსახურის უფროსმა რამაზ ჩხიკვაძემ შეგვატყობინა, 21 იანვრის საღამოს 7-ის ნახევარზე პირველ ვარჯიშს შეუდგა. ფეხბურთელთაგან ყველანი ჯანზე არიან და მწვრთნელთა დავალებებს პირნათლად ასრულებენ. სრულად...

საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებმა ბელარუს თანატოლებს სძლიეს

 23 იანვარი 14:02

მინსკში, 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის რვაგუნდიანი საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. პირველ ტურში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუს თანატოლებს - 4:3 სძლია. მეტოქის კარში გოლები ახვლედიანმა და მესხმა გაიტანეს. დუბლით თავი ჯიქიამ გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ ქართველების ჯგუფში ლატვია და ბელგია არიან. 23 იანვარს ქართველები ბელგიას ეთამაშებიან, ჯგუფის ბოლო ტურში კი - ლატვიას. სრულად...

სეზონი დასრულდეს და მერე ვნახოთ ვინ იქნება ჩემპიონი

 21 იანვარი 15:05

 ალექსანდრე კოშკაძე – შეკრება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ზუსტად ისე როგორც უნდა ჩაიაროს პირველმა შეკრებამ. არის ფიზიკური დატვირთვები, ვარჯიშები, თამაშები. ალჟირელებთან თამაში ყველაზე საინტერესო იყო. გამოცდილი გუნდი ჰყავდათ და კარგი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. სასიხარულოა, რომ ჩვენი გუნდი მნიშვნელოვნად ძლიერდება, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს. გუნდში კონკურენცია ძალიან გაიზარდა და ყველამ თითეულ თამაშში უნდა დავამტკიცოთ, რომ ძირითადში თამაშს ვიმსახურებთ. ყველაფერი ეს შედეგზეც აისახება. სრულად...

ლადო ვარძელაშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს შეხვდა

 21 იანვარი 15:01

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს შეხვდა. მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი რაგბის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესრულებაზე და ეროვნული ნაკრების სამომავლო გეგმებზე იყო. მილტონ ჰეიგი და მისი თანაშემწე კრის გიბსი საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ჰეიგი საქართველოს რაგბის კავშირთან ოფიციალურად კონტრაქტს 23 იანვარს 2+2 სისტემით გააფორმებს. სრულად...

LiveScore სტატისტიკა პროგნოზი კონტაქტი გალერეა