RSS

"ქაისერსფორმა" "ბეშიქთაში" დაამარცხა

 01 თებერვალი 16:26

შოთა არველაძის "ქაისერსფორმა" თურქეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი გუნდი "ბეშიქთაში" 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესა. ქართველი მწვრთნელის გუნდი შინ ეთამაშა სტამბულის წარმომადენელს და მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა ავსტრალიელი ჯეიმს ტროისის გოლით. შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და "ქაისერმა" მატჩი სასურველ დასასრულამდე მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ "ბეშიქთაში" პირველი ტაიმის ბოლო წუთებიდან კაცნაკლული დარჩა.სრულად...

დრო ტორესზე მუშაობს

 01 თებერვალი 15:01

”ჩელსის” თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ფერნანდო ტორესი გააფრთხილა, რომ დრო მის საწინააღმდეგოდ მუშაობს - წერს გაზეთი ”სანი”. ”ელ ნინიომ” ბოლოს გოლი 19 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ”გენკის” კარში შეაგდო და მას შემდეგ 1074 წუთი დაჰყო მინდორზე ”მშრალად”.

ახლა ესპანელს ორი თამაში აქვს ”თავისუფალი”, სანამ დიდიე დროგბა დაბრუნდება აფრიკის თასიდან - ეს კი 13 თებერვალს მოხდება.სრულად...

გურამ კაშიათი "ჩელსი" დაინტერესდა

 31 დეკემბერი 19:09

 ჰოლანდიური elfvoetbal-ი ბრიტანულ tribalfootball-ზე დაყრდნობით წერს, რომ ლონდონის “ჩელსი” გურამ კაშიათია დაინტერესებული. ქართველის ტრანსფერის შანსი იმ შემთხვევაში აიწევს, თუ ლონდონური კლუბი გარი კეჰილს ვერ გადაიბირებს.სრულად...

ჟოზე მოურინიო: საპასუხო მატჩი იოლი ნამდვილად არ იქნება

 22 თებერვალი 19:40

 წარუმატებლობამ და ცუდმა ფაქტორებმა, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ფეხბურთს, ხელი შეუშალა "რეალს" ესპანეთში გამარჯვებული დაბრუნებულიყო. "თეთრებმა" საკმაოდ ვაჟკაცურად აიტანეს რუსეთის დედაქალაქის ხელოვნური გარემო და სიცივე. თამაშის დაწყების პირველივე წუთიდან ლიდერობდნენ და მიუხედავად თანაბარი ანგარიშისა, მაურინიოს გუნდმა შესანიშნავად გაართვა თავი თამაშს. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა მადრიდში დამსახურებული გამარჯვებით დაბრუნებულიყვნენ. სრულად...

დინამო 1:0 სიონი

 22 თებერვალი 19:36

დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ ანგარიშით 1–0 დაამარცხა სიონი, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

გიორგი დევდარიანი: ჩვენთვის ეს თამაში ერთობ რთულად წარიმართა. ჩვენთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. დღეს მოგვეცა საშუალება, რომ თამაშში გვენახა რამდენიმე ფეხბურთელი, შესაბამისად კოტო და ჩისკო დავასვენეთ. პრობლემა, რომელიც ამ თამაშმა თვალნათლივ გამოაჩინა – დამამთავრებელ ფაზაში საგოლე მომენტების ცუდი რეალიზაციაა.სრულად...

ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს თურქეთის ნაკრებთან გამართავს

 22 თებერვალი 19:33

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 24 მაისს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ამხანაგურ მატჩს თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარებს. ამის შესახებ "ჯეონიუსს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშემ ოთარ გიორგაძემ აცნობა. ასევე, 15 აგვისტოს თემურ ქეცბაიას შეგირდები თბილისში ამხანაგურ მატჩს ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდთან გამართავენ.  სრულად...

საქართველო ალბანეთის მატჩზე დასწრება თავისუფალი იქნება

 21 თებერვალი 01:56

 29 თებერვალს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ალბანეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით დასწრება თავისუფალი იქნება.სრულად...

სფფ გულშემატკივრებს ახალ ატრიბუტიკას სთავაზობს

 21 თებერვალი 01:22

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სულ რამდენიმე დღეში, გასაყიდად გამოვა საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ახალი საგულშემატკივრო ატრიბუტიკა. საწყის ეტაპზე, გაყიდვაში იქნება რამდენიმე სახეობის ქუდი და კაშნე. ზემოთ ჩამოთვლილი ატრიბუტები გაიყიდება „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე, 29 თებერვალს, საქართველოსა და ალბანეთის ამხანაგური მატჩის დღეს. სრულად...

კობიაშვილის ჰერტას ოტო რეჰაგელი გაწვრთნის

 20 თებერვალი 17:58

ქართველ ფეხბურთელ ლევან კობიაშვილს გერმანულ „ჰერტაში" ახალი თავკაცი ეყოლება. ბუნდესლიგის ბერლინური კლუბის გაწვრთნას დათანხმდა 73 წლის ვეტერანი სპეციალისტი ოტო რეჰაგელი, რომელიც 2010 წელს საბერძნეთის ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ უმუშევარი იყო. რეჰაგელს 60-აინ წლებში უთამაშია „ჰერტაში" და ამბობს რომ მისი მთავარი ამოცანა იქნება, გუნდი ბუნდესლიგიდან გავარდნისგან იხსნას. „ჰერტა" ამჟამად ბოლოდან მეოთხე ადგილზეა. ოტო რეჰაგელი: „მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა "ჰერტა" ბუნდესლიგაში დავტოვო და ვიმედოვნებ, გუნდის დახმარებას შევძლებ. სრულად...

AEG -ს "ტოტენჰემის" შეძენა სურს

 20 თებერვალი 17:49

"ტოტენჰემს" მსურველი გამოუჩნდა. ამერიკული კომპანია AEG-ი აწარმოებს მოლაპარაკებებს ინგლისური კლუბის "ტოტენჰემის" შეძენასთან დაკავშირებით. ამჟამად "ტოტენჰემ ჰოთსფური" ჯო ლიუისის საკუთრებაშია. ცნობილი გამოცემის, Daily Mail-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემის" ღირებულება 450 მილიონ ფუნტს შეადგენს. ხოლო რაც შეეხება AEG-ს, მისი მთავარი მიზანი გუნდის შეძენა და "ტოტენჰემის" ფინანსების განვითარებაა.სრულად...

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონობას გეგმავს

 18 თებერვალი 18:39

 ევროპის 2012 წლის ჩემპიონატამდე ოთხი თვით ადრე, ესპანეთის ნაკრების თავკაცმა დელ ბოსკემ მედიასთან საუბარში განაცხდა, რომ მისი მთავარი ამოცანა ევროპის ჩემპიონობაა. დელ ბოსკე ნაკრების შემადგენლობას რამდენიმე დღეში დაასახელებს. "ესპანეთის ნაკრები ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია. ჩემპიონატის ტიტული ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. სამი თვე გვაქვს იმისთვის, რომ კარგად დავფიქრდეთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. სრულად...

ანჟის ახალი მწვრთნელი ჰყავს

 18 თებერვალი 18:35

 ჰოლანდიელი მწვრთნელი გუუს ჰიდინკი მახაჩყალის "ანჟის" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა. სპეციალისტმა დაღესტნურ გუნდთან 1.5-წლიან კონტრაქტზე მოაწერა ხელი. როგორც ჰოლანდიური და ბრიტანული მედია ადრე იუწყებოდა, "ანჟიმ" ჰიდინკს წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონი ევრო შესთავაზა. უკვე გახდა ცნობილი, რომ ჰოლანდიელ მწვრთნელს კლუბი დიდ სატრანსფერო ბიუჯეტს გამოუყოფს. ჰიდინკი მახაჩყალური კლუბის ახალგაზრდულ გუნდთანაც იმუშავებს.სრულად...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უპრეცედენტო სემინარს მასპინძლობს

 17 თებერვალი 21:08

 საქართველო უეფას ეგიდით გამართული ტურნირის მასპინძელი იქნება, რაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი რეგიონისთვის უპრეცედენტოა. ღონისძიება 22-23 თებერვალს სასტუმრო "რედისონში" გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. სემინარებზე განხილული იქნება უეფას საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხები.სრულად...

მეტალურგისა და დინამო თბილისის შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის.

 17 თებერვალი 20:56

 მეტალურგისა და დინამო თბილისის შეხვედრას, რომელიც ფოლადის სტადიონზე გაიმართება, გიორგი ვადაჭკორია განსჯის. ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, გაგრა 1–0 ვიტ ჯორჯია გახლავთ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი ორჯერ უჩვენა.  სრულად...

ყენია ნაკრებში ბრუნდება

 17 თებერვალი 20:50

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ, საქართველო-ალბანეთის ამხანაგურ მატჩისთვის, გერზენკიხერის ნახევარმცველი ლევან ყენია გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ტრავმის გამო, დიდხნიანი სათამაშო პაუზა გამოუვიდა. ლევან ყენიას სანაკრებო დებიუტი 2007 წელს უკრაინის წინააღმდეგ შედგა. პირველი გოლი კი, 2008 წელს ესტონეთის კარში გაიტანა.სრულად...

გორის "დილას" ახალწვეულებს მაისურები გადაეცათ

 17 თებერვალი 20:43

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" განახლებული საფეხბურთო კლუბ გორი "დილას" ოფიციალური წარდგენა გაიმართა. 18 ახალწვეულ ფეხბურთელს ნომრიანი მაისურები გადაეცათ. აქვე გაიმართა კლუბის ახალი ლოგოს და ჰიმნის პრეზენტაცია. ჰიმნი კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ შექმნა, ხოლო მას ჯგუფი "ფრანი" ასრულებს.სრულად...

კაპელო ინგლისს ტოვებს?!

 08 თებერვალი 20:43

 უახლოეს მომავალში ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შესაძლა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს. ამის მიზეზეი კაპელოსა და ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცებს შორის კონფლიქტი გახდა, რომელბმაც ჯონ ტერის რასიზმში დასდეს ბრალი და კაპიტნის სამკლაური ჩამორთვეს. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ზაფხულში ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მოანწილეობას და მისი მეტოქეები D ჯგუფში საფრანგეთის,შვედეთისა და უკრანის ნაკრებები იქნებიან. სრულად...

ბუფონი მსოფლიოში საუკეთესოა

 08 თებერვალი 19:23

 ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 21-ე საუკუნის საუკეთესო მეკარეთა სია გამოაქვეყნა. მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა. ამ ტიტულისთვის ბრძოლაში, მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა იკერ კასილიასსა და პეტრ ჩეხს აჯობა.სრულად...

დაპირისპირება ფუტსალის ასოციაციაში

 08 თებერვალი 19:15

ფუტსალი

დაპირისპირება ქართულ ფუტსალში - საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის 5 წევრი რიგგარეშე ყრილობის ჩატარებას ითხოვს და ასოციაციაში არსებულ დარღვევებზე საუბრობს. გამგეობის წევრებმა წერილობით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართეს. ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ამ წუთებში მხარეებს შორის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.სრულად...

საუკეთესო მწვრთნელებს შორის თემურ ქეცბაია 166-ე ადგილზეა

 06 თებერვალი 20:26

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IFFHS), ბოლო 21 წლის საუკეთესო მწვრთნელების სია გამოაქვეყნა. 191 ფეხბურთის სპეციალისტიდან, 166-ე ადგილს საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელი, თემურ ქეცბაია იკავებს. საგულისხმოა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ყოფილი მწვრთნელი: არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი და გერმანელი კლაუს ტოპმიულერი საუკეთესოთა შორის იმყოფებიან.სრულად...

LiveScore სტატისტიკა პროგნოზი კონტაქტი გალერეა