RSS

ანრი "არსენალში" 12 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს

 30 დეკემბერი 19:01

34 წლის ფრანგმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ იგი თანახმაა მიიღოს არსენ ვენგერის წინადადება და ლონდონის “არსენალში” 2-თვიანი არენდით გადავიდეს. ინგლისური პრესის ინფორმაციით, ანრი იძულებული არის 12 ნომრიანი მაისური აიღოს, რადგანაც "მისი მშობლიური" 14 ნომერი "არსენალში" ამჟამად თეო უოლქოთს აცვია. ტრანსფერის შესახებ უკვე მიმდინარე კვირის ბოლოს გაცხადდება - ლონდონური კლუბი ფეხბურთელს კვირაში 70 ათას გირვანქას გადაუხდის. შეგახსენებთ, რომ ტიერი ამჟამად აშშ-ს ჩემპიონატში “ნიუ იორკ რედ ბულზის” შემადგენლობაში თამაშობს.

LiveScore სტატისტიკა პროგნოზი კონტაქტი გალერეა