RSS

გორის "დილას" ოთხი ახალწვეული ჰყავს

 27 იანვარი 22:51

საფეხბურთო კლუბ გორის "დილა" ფეხბურთის გულშემატკივარს სენსაციური ტრანსფერებით გვაოცებს. თურქულ შეკრებაზე "დილას" მათე ვაწაძე, ზურაბ არზიანი და გიორგი კახელიშვილი შეუერთდნენ. მათე ვაწაძე "ვოლგას" შეკრებაზე დაშავდა, მაგრამ მალე მომჯობინდა და "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ დატვირთა კიდეც. არზიანი "დილაში" გადასვლაზე თავიდან არც ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ნაბიჯი მის მენეჯერთან, "დილას" გენერალურ დირექტორ მამუკა ჯუღელთან შეთანხმების შემდეგ გადადგა. მოულოდნელი იყო გორელთა რიგებში თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველის, გიორგი კახელიშვილის გამოჩენა, თუმცა, მისი "დილაში" განათხოვრების საკითხი განიხილებოდა. გიორგი თბილისელებს ესპანურ შეკრებაზე ახლდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალი მოთამაშეების დამატების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია ძირითადში დაყენებას აღარ უპირებდა. შეგახსენებთ, რომ "დილას" ანტალიაში პირველი ტესტ-მატჩი იაროსლავის "შინიკთან" უნდა ეთამაშა, თუმცა, გუშინ საღამოს გადაწყდა, რომ რუსულ კლუბს ავსტრიის ჩემპიონი, გრაცის "შტურმი" ჩაანაცვლებს, სადაც ლეგიონერი გიორგი ფოფხაძე თამაშობს.

LiveScore სტატისტიკა პროგნოზი კონტაქტი გალერეა