RSS

მადრიდის "რეალი" მწვრთნელს ეძებს

 27 იანვარი 22:55

ინგლისური პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა, პორტუგალიელი სპეციალისტის ჟოზე მაურინიოს გუნდის დატოვების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ლონდონის "არსენალის" უცვლელ მწვრთნელს არსენ ვენგერს „რეალში“ გადაიბირებს. ვენგერს, მადრიდელები 2009 წელს უკვე სთავაზობდნენ კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა, მისგან უარი მიიღეს. ამას გარდა, ასევე საუბარია გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელზე იოახიმ ლიოვზე. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მადრიდის "რეალში" გერმანული გუნდის ორი ფეხბურთელი და გერმანული ბუნდესლიგიდან გადასული რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს.  შეგახსენებთ, რომ ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მაურინიო თასის გათამაშების შემდეგ "სამეფო კლუბს" ტოვებს.

LiveScore სტატისტიკა პროგნოზი კონტაქტი გალერეა