RSS

ბრაიანტი ნბა-ს ყველა დროის მეხუთე ბომბარდირია

 08 თებერვალი 19:36

ნბა-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა კობი ბრაიანტმა თავისი წარმატებული კარიერის ახალი საფეხური დაძლია. „ლოს ანჯელეს ლეიკერსის" 33 წლის ვარსკვლავმა „ფილადელფიასთან" გასვლით შეხვედრაში 28 ქულა გააკეთა და 15-წლიან კარიერაში ჯამში 28 601 ქულა მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით მან გადაასწრო ნბა-ს ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეხუთე ადგილზე მყოფ შაკილ ონილს (28 596 ქულა), რომელიც 8 წელი მისი თანაგუნდელი იყო.  სრულად...

"ოლიმპს" ახალი შენაძენი ჰყავს

 24 იანვარი 19:26

ქართულმა საკალათბურთო კლუბმა "ოლიმპმა" კიდევ ერთი ლეგიონერი შეიმატა. მონტენეგროელი ივან თეოდოროვიჩი კლუბის მეხუთე უცხოელი კალათბურთელია გუნდში. 28 წლის 214-სანტიმეტრიან ცენტრალურ თავდამსხმელს რამდენიმე ძლიერ საკალათბურთო ქვეყანაში უთამაშია და ისეთ ძლიერ ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვს, როგორებიცაა ადრიატიკისა და ბალტიის ლიგები.სრულად...

ზაზა ფაჩულიას მორიგი წარმატებული მატჩი NBA--ში

 24 იანვარი 19:23

 ზაზა ფაჩულიას ”ატლანტა ჰოუქსის" მორიგი წარმატებული მატჩი NBA--ში . ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულური სეზონის მორიგ შეხვედრაში ჯორჯიელები „მილოუკის“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე 5 ქულიანი სხვაობით 97-92 დაამარცხეს.სრულად...

"ატლანტა ჰოუქსი" ზედიზედ მესამე თამაშს იგებს

 17 იანვარი 19:07

ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "ატლანტა ჰოუქსმა" ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. "ატლანტა ჰოუქსმა" 93:84 დაამარცხა კანადური "ტორონტო რეპტორზი". ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ზაზამ 18 წუთი ითამაშა და 6 ქულა და 3 მოხსნა მოუტანა გუნდს. მან ექვსივე ქულა საჯარიმოებით მოაგროვა, რომელთაც ასპროცენტიანი მაჩვენებლით ისროდა. "ატლანტელთა" შემადგენლობაში კი კარგი თამაშით გამოირჩეოდნენ ასევე ულიდერეს ჯოშ სიტი, რომელმაც მოახერხა და გუნდს 28 ქულა და 15 მოხსნა შესძინა. სრულად...

გურამ კაშიას ტრავმის სიმძიმე უახლოეს დღეებში გაირკვევა

 12 იანვარი 19:44

არნემის “ვიტესის” ექიმის ლეო ჰეერის ცნობით, გუნდის კაპიტნის გურამ კაშიას ტრავმის სიმძიმე უახლოეს დღეებში გაირკვევა. ამის შესახებ ჰოლანდიური ვებგვერდი vitesse.org-ი იუწყება. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ლეგიონერმა ლიმასოლის აელ-თან ამხანაგურ შეხვედრაში მეტოქის მეკარესთან შეჯახების დროს კოჭი დაიზიანა და, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს.სრულად...

აშშ ლონდონის ოლიმპიადაზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა

 12 იანვარი 19:42

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების ხელმძღვანელებმა ოლიმპიური ნაკრების კანდიდატთა სია 34 კაციდან 19-მდე შეკვეცეს. გაირკვა, რომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე შეერთებული შტატების კაცთა ნაკრები პრაქტიკულად უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება. ოლიმპიადაზე მონაწილეობის წინასწარი თანხმობა გამოაცხადეს ისეთმა ვარსკვლავებმაც, რომლესაც ნაკრებში თამაშს დასვენება ურჩევნიათ და ხშირად უარს ამბობენ. ამ მიზეზით 2010 წელს თურქეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე აშშ-ი არცთუ საუკეთესო შემადგენლობით გამოვიდა, თუმცა მაინც მოიგო, ლონდონის ოლიმპიადისთვის კი ხელმძღვანელებმა ყველა საუკეთესო კალათბურთელთან მიაღწიეს შეთანხმებას.სრულად...

სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

 09 იანვარი 12:34

ქართველმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ იტალიაში კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა. 25 წლის მსუბუქმა ფორვარდმა სერია A-ს მორიგ შეხვედრაში 22 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა და ერთი მოხსნა დააკლდა მეშვიდე იტალიურ ორმაგ დუბლამდე. თუმც სანიკიძის სოლიდური თამაში მის „კანადიან სოლარს“ ამ ჯერზე მოსაგებად ვერ ეყო. ბოლონიური გუნდი გასვლაზე 77:86 დამარცხდა „სკავოლინისთან“.სრულად...

დირკ ნოვიცკი საუკეთესო ევროპელია

 09 იანვარი 12:30

იტალიურმა La Gazzetta dello Sport-მა 2011 წლის ევროპის საუკეთესო კალათბურთელად დირკ ნოვიცკი დაასახელა. 33 წლის გერმანელი მძიმე ფორვარდისთვის 2011 წელი საკლუბო დონეზე გამორჩეული იყო, მან თავის „დალასს“ ნბა-ს პლეი ოფის ფინალში ლებრონ ჯეიმსის და დუეინ ვეიდის ვარსკვლავური „მაიამი“ დაამარცხებინა, თავად კი ფინალური სერიის უძვირფასესი მოთამაშის წოდება მოიპოვა და ამ მხრივ ის პირველი ევროპელია ნბა-ს ისტორიაში. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, იქ ნოვიცკის სოლიდური თამაშის მიუხედავად გერმანიის ნაკრები ძალზე სუსტად გამოვიდა.სრულად...

ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ მზადება დაასრულა

 23 დეკემბერი 13:44

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას ამერიკულმა კლუბმა „ატლანტა ჰოქსმა“ რეგულარული ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდში მეორე და უკანასკნელი საგამოფენო მატჩი ჩაატარა. „ქორები“ ისევ მეზობელ „შარლოტ ბობქეთსს“ დაუპირისპირდნენ, ამჯერად შინ და 92:75 მოგებით აიღეს რევანში.სრულად...

"ევრობასკეტ 2015"-ს უკრაინა უმასპინძლებს

 21 დეკემბერი 22:46

კალათბურთში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატს უკრაინა უმასპინძლებს ეს გადაწყვეტილება "ფიბა–ევროპამ" მიიღო. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ოლაფურ რაფნსონმა განაცხადა, რომელმაც უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრ ვოლკოვსა და მის დელეგაციას გერმანიის ქალაქ მიუნხენში მდებარე ფიბა-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა და წარმატება პირადად მიულოცა.სრულად...

"არმია" ჩემპიონატში დაუმარცხებელია

 11 დეკემბერი 16:50

საკალათბურთო "არმიამ" საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურიც წაუგებლად ჩაათამაშა და ცხრილის სათავეში ლიდერობა შეინარჩუნა. მოქმედ ჩემპიონებს ამ ტურში შედარებით იოლი მეტოქე ჰყავდათ - "რსუ-ბათუმს" ჯერ თამაში არ მოუგია და ეს ვერც ამ ძლიერ გუნდთან შეძლო.სრულად...

ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მოწინააღმდეგეები ცნობილია

 05 დეკემბერი 16:40

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა ბოსნიასთან, ლატვიასთან, ჰოლანდიასა და რუმინეთთან მოუწევს. 4 დეკემბერს გერმანიის ქალაქ ფრეიზინგში გამართულმა კენჭისყრამ D ჯგუფში ეს ოთხი მეტოქე გვარგუნა. შესარჩევი ტურნირი 2012 წელს გაიმართება. 25 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში ჩვენს ნაკრებს ყოველ მეტოქესთან შინ და გასვლაზე თითო თამაშის ჩატარება მოუწევს.სრულად...

სანიკიძის საუკეთესო მატჩი

 05 დეკემბერი 16:38

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ კარიერის სამწლიან იტალიურ პერიოდში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მეორე ქართველი კალათბურთელის, ნიკა მეტრეველის "დინამო სასარისთან" შეხვედრაში სანიკიძემ 36 წუთში 27 ქულა, 16 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა და თავის "კანადიან სოლარს" 85:80 მოაგებინა. ამ მაჩვენებლებით სანიკიძე იტალიის სერია A-ს გასული, მე-9 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. სანიკიძის გუნდს ამ გამარჯვების შემდეგ რვა ტურში მეხუთე გამარჯვება მოუგროვდა და მეშვიდე ადგილზეა.სრულად...

შერმადინისა და მარკოიშვილის "კანტუმ" გამარჯვება მოიპოვა

 02 დეკემბერი 23:39

მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმ" საკალათბურთო ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მეშვიდე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. იტალიურმა კლუბმა "კანტუმ" შინ 71:68 დაამარცხა ესპანური "კაჰა ლაბორალი" და ჯგუფში ლიდერობა დააკარგვინა. ეს უკვე მეოთხე გამარჯვებაა ქართველთა გუნდისთვის ევროლიგის გათამაშებაში. რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, ქართველი კალათბურთელები სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვნენ თამაშში.სრულად...

ზაზა ფაჩულია ამერიკაში ბრუნდება

 02 დეკემბერი 14:06

თურქულ კლუბში მოასპარეზე ზაზა ფაჩულია, ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მეშვიდე ტურის შემდეგ, ნბა-ში ბრუნდება. ქართველი კალათბურთელი ამერიკაში ბრუნდება, სადაც რამდენიმე კვირაში რეგულარული ჩემპიონატი უნდა დაიწყოს და საწვრთნელ შეკრებაზე თავის ძველ გუნდს "ატლანტა ჰოქსს" შეუერთდება. თურქული კლუბის “გალას” შემადგენლობაში ჩატარებული ბოლო მატჩი კი, ფაჩულიასთვის არცთუ გამორჩეული იყო. სრულად...

ვიქტორ სანიკიძის ორმაგი დუბლი და ქართველების წარმატებები იტალიაში

 22 ნოემბერი 01:50

სერია A-ში მოთამაშე ქართველების ყველა გუნდმა მოიგო. ქართველი კალათბურთელები საუკეთესოები იყვნენ. ოთხიდან სამმა ქართველმა 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, გამორჩეული კი კვლავ ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა და თავის გუნდ "კანადიან სოლარს" სტუმრად "მონტეგრანაროსთან" გაამარჯვებინა – 80:74. სანიკიძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 33 წუთი გაატარა. საბოლოოდ, მისმა საერთო სარგებლიანობის ნიშნულმა 28-ს მიაღწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. სრულად...

პოუ გასოლი:"რეალის ფორმაში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია"

 15 ნოემბერი 23:48

"ლეიკერსის" ცენტრი, პოუ გასოლი ჟურნალისტებს ესაუბრა და გაანდო სად უნდა კარიერის გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ NBA ს სეზონი არ ჩატარდება. მისი თქმით, "ბარსელონაში" გადასვლის შანსი ძალიან დიდია. პოუს გარდა, კატალონიელებთან კონტრაქტი შესაძლოა "მემფისის" ცენტრმა მარკ გასოლმაც გააფორმოს. შეგახსენებთ, რომ ორივე ეს კალათბურთელი დროებით "ბარსელონაში" ვარჯიშობს.სრულად...

სუპერლიგა უქმდება

 15 ნოემბერი 22:43

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სამინისტროში დღეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბესიკ ლიპარტელიანს და სუპერლიგის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. ვარძელაშვილმა და ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებით გაკეთებულ რამდენიმე ცვლილებაზე ესაუბრნენ. როგორც ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა, "სუპერლიგა" გაუქმდება და შეიქმნება "კალათბურთის ლიგა". სრულად...

ზაზა ფაჩულიამ ტრავმა მოიშუშა

 15 ნოემბერი 22:41

ოცდღიანი პაუზის შემდეგ, ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. ტრავმის გამო, იძულებით უქმად მყოფი ფაჩულია თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მოედანზე გამოჩნდა და საკმაოდ მაღალ დონეზეც ითამაშა. ფაჩულიამ მოედანზე 12 წუთი დაჰყო და 12 ქულასთან ერთად 3 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. თუმცა, ფაჩულიას აქტიურობამ გუნდს ვერ უშველა: „გალათასარაი“ საკუთარ მოედანზე „ეფესთან“– 61-69 დამარცხდა.სრულად...

ცქიტიშვილი მაჰრამში ითამაშებს

 10 ნოემბერი 16:54

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ოფიციალურად ჩაირიცხა ირანულ გუნდ “მაჰრამში”. ცქიტიშვილი ირანში რამდენიმე დღეა იმყოფება გასინჯვებზე, მისი გუნდში აყვანის ინფორმაცია კი ირანულ საიტებზე ახლაღა გაჩნდა. შეგახსენებთ რომ ნიკოლოზ ცქიტიშვილი მარტის შემდეგ უგუნდოდაა დარჩენილი. ბოლოს იგი ესპანურ “ლაგუნ აროში” თამაშობდა, თუმცა გუნდი მან სეზონის დასრულებამდე 1 თვით ადრე დატოვა. მას მერე ნიკამ საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ხოლო მიმდინარე სეზონში ქართულ გუნდ “დინამოში” ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობდა. სრულად...

1 2 3 4 5
LiveScore სტატისტიკა პროგნოზი კონტაქტი გალერეა