სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა
09 იანვარი 12:34

ქართველმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ იტალიაში კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა. 25 წლის მსუბუქმა ფორვარდმა სერია A-ს მორიგ შეხვედრაში 22 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა და ერთი მოხსნა დააკლდა მეშვიდე იტალიურ ორმაგ დუბლამდე. თუმც სანიკიძის სოლიდური თამაში მის „კანადიან სოლარს“ ამ ჯერზე მოსაგებად ვერ ეყო. ბოლონიური გუნდი გასვლაზე 77:86 დამარცხდა „სკავოლინისთან“.
ამ წაგების შემდეგ „კანადიან სოლარს“ წამოეწია და ცხრილში მესამე ადგილში შეეზიარა მანუჩარ მარკოიშვილის და გიორგი შერმადინის „ნებეტ კანტუ“. სანიკიძის გუნდი შემდეგ შეხვედრაში 11 იანვარს შინ მიიღებს სერია A-ს ლიდერ „მონტეპასკის“.
სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური








