"ბორჯღალოსნები" პორტუგალიასთან სათამაშოდ ემზადებიან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის მორიგი დაპირისპირებისთვის ემზადება. "ბორჯღალოსნები" მატჩს შინ, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მორაგბეებმა გუშინ "შევარდენის სამწვრთნელო ბაზაზე" ივარჯიშეს. გამოძახებულ მორაგბეთაგან ხუთ ლეგიონერს: მერაბ კვირიკაშვილს, გიორგი ჩხაიძეს, ლაშა მალაღურაძეს, დიმიტრი ბასილაიას და რეზო ბელქანიას არ უვარჯიშიათ. სრულად...
შეინ უილიამსი ბოლო სეზონს თამაშობს

სანაკრებო რაგბიდან წასულმა ლეგენდარულმა უელსელმა გარემარბმა შეინ უილიამსმა განაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს მთლიანად დაასრულებს მოთამაშის კარიერას. უილიამსმა უელსის ნაკრებში ბოლოს 2011 წლის დეკემბერს ავსტრალიასთან ითამაშა, კლუბში კი კიდევ ერთი წელი დარჩება, შემდეგ კი სავარაუდოდ მწვრთნელობას მოჰკიდევს ხელს. სრულად...
რაგბის კავშირის პრეზიდენტად გია ნიჟარაძე აირჩიეს
სასტუმრო "ქორთიად მერიოტში" საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარედ ისევ გია ნიჟარაძე აირჩიეს. საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა კრებაზე, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ 2011 წლის ანგარიში წარადგინა. კავშირის პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა შრომით კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ამას გარდა, ოთხწლიანი სასპონსორო ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება "ლომისთან" გააფორმა.სრულად...
ლადო ვარძელაშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს შეხვდა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს შეხვდა. მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი რაგბის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესრულებაზე და ეროვნული ნაკრების სამომავლო გეგმებზე იყო. მილტონ ჰეიგი და მისი თანაშემწე კრის გიბსი საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ჰეიგი საქართველოს რაგბის კავშირთან ოფიციალურად კონტრაქტს 23 იანვარს 2+2 სისტემით გააფორმებს. სრულად...
ინგლისის სარაგბო ნაკრების მწვრთნელი ახალბედებს შანსს მისცემს

ინგლისის სარაგბო ნაკრების დროებითი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი გუნდის მნიშვნელოვნად გადახალისებას გეგმავს და ნაკრების გაფართოებულ, 32-კაციან სიაში გამოიძახა ისეთი მორაგბეები, რომლესაც ეროვნულ გუნდში აქამდე არ უთამაშიათ, თუმცა ქვეყნის შიდა პირველობაზე მონაწილეობას იღებდნენ. სრულად...
რუსეთის სარაგბო ნაკრებს უელსელი გაწვრთნის

რუსეთის რაგბის ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს. ახალი ზელანდიის მსოფლიოს თასის შემდეგ ეს პოსტი დატოვა სტაჟიანმა რუსმა სპეციალისტმა ნიკოლაი ნეირუშმა, მის ადგილას კი ახლა დაინიშნა უელსელი კინგსლი ჯონსი, რომელიც ნეირუშის ასისტენტად მუშაობდა, უფრო კონკრეტულად კი შერკინების გაწვრთნა ევალებოდა. “ახალ ზელანდიაში ჯონსმა გაამართლა ავანსები და მასთან ახალ, 4-წლიან კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი”, – თქვა რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოპიევმა. სრულად...
დავით ქუბრიაშვილმა "ტულონთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების მორკინალმა დავით ქუბრიაშვილმა “ტულონთან” სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. ცნობისთვის, ქუბრიაშვილი 2008 წლიდან თამაშობს “ტულონში”, სადაც არაერთი მსოფლიო დონის მორაგბე ირიცხება. იგი მუდმივად ძირითადშია და სოლიდური თამაშის წყალობით წლეულს “ბარბაროსებად” წოდებულ მსოფლიო ნაკრებშიც იქნა მიწვეული. ქუბრიაშვილის გარდა, “ტულონში” კიდევ ორი ქართველი მორაგბე ირიცხება – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები: ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე. სრულად...
ლიბერთის თასის გათამაშება "სინათლის" სტადიონზე დღეს გაიმართება

ავჭალის "სინათლის" სტადიონზე დღეს, 14:00 საათზე, ლიბერთის თასის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი "არმია" და "ყოჩები" დაუპირისპირდებიან. "ჯეონიუსთან" "არმიის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო ჭავჭავაძემ მატჩის წინა სამზადისზე ისაუბრა. "ძნელია, ჩემპიონობიდან თასზე გადართვა, მაგრამ მზადება კარგად მიდის. ყველანაირად მზად ვართ კიდევ ერთი ტიტულის მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, ორი მორაგბე ტრავმის გამო დაგვაკლდება, მაგრამ სათადარიგო სკამს არ ვუჩივი და დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. ხვალ გიორგი ელიზბარაშვილი უკაპიტნებს გუნდს", - განაცხადა ნიკო ჭავჭავაძემ. სრულად...
რაგბის კავშირის პრეზიდენტი ჟურნალისტებს შეხვდა

"შევარდენის" ტექნიკურ ბაზაზე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე ჟურნალისტებს შეხვდა. მან საორგანიზაციო საკითხებსა და მსოფლიო ჩემპიონატამდე რაგბის განვითარების ოთხწლიან გეგმაზე, რიჩი დიქსონთან ერთად ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელი სპეციალისტი რაგბის კავშირში მოწვეული იყო, როგორც კონსულტანტი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატში იგი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მოგვევლინა. სრულად...
გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ფრანგულ სარაგბო კლუბ “მონპელიეს” ქართველი ვარსკვლავი მამუკა გორგოძე, ჰეინეკენის თასის პირველ ტურში ირლანდიურ “ლენსტერსთან დაპირისპირებისას”, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მატჩი გუნდებს შორის ფრედ - 16:16 დასრულდა. თამაში მონპელიეში, 33-ათასიან საფეხბურთო არენაზე გაიმართა და ვერმოგების მიუხედავად, მასპინძელი გუნდის აქტივში ჩაიწერა, რადგან “მონპელიე” ჰეინეკენის თასზე დებიუტანტია, “ლენსტერი” კი თასის მოქმედი ჩემპიონია.სრულად...
ქართველმა მორაგბეებმა 18–წლამდელთა ევროპირველობაზე თამაშის უფლება გაინაღდეს

საქართველოს 17-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი მოიგო. ქართველმა მორაგბეებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 27:9 დაამარცხეს. ქართველმა იუნიორებმა მეტოქეს 4 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულაც მოიპოვეს, რამაც გაისად 18-წლამდელთა ევროპირველობაზე თამაშის უფლება გაუნაღდათ. ჯგუფის მეორე თამაშში პორტუგალიამ რუმინეთს 27:3 აჯობა და მომდევნო ეტაპის საგზური მანაც დაისაკუთრა. სრულად...
“შევარდენის” ხელოვნურსაფარიან სტადიონზე სასკოლო ლიგის გათამაშების ფინალი გაიმართება

სასკოლო ლიგის ჩამოყალიბება განათლების სისტემის რეფორმირების შედეგია და პრეცედენტს წარმოადგენს ქართული რაგბის ისტორიაში : როგორც ცნობილია, 2011 წლიდან, ჩვენს სკოლებში, ფიზ. მომზადების გაკვეთილები სპორტის ამა თუ იმ სახეობამ ჩაანაცვლა. რაგბიზე არჩევანი, ძირითადად იმერეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთისა და დედაქალაქის ხუთმა სკოლამ გააკეთეა. საქართველოს მასშტაბით რაგბის ჯერჯერობით 34 სკოლა თამაშობს.სრულად...
„ბორჯღალოსნები“ ახალი მწვრთნელის მოლოდინში
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს რიჩი დიქსონს „ბორჯღალოსნებთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა. საქართველოს ნაკრებს , მსოფლიო თასის მომავალი გათამაშებისთვის ახალი სამწვრთნელო შტაბი მოამზადებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასზე ქართველი რაგბისტების გამოსვლა, ერთმნიშვნელოვნად წარმატებულად შეფასდა რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით რიჩი დიქსონს და მის სამწვრთნელო შტაბს კონტრაქტები არ გაუხანგრძლივდებათ. სრულად...
მამუკა გორგოძე გულშემატკივართა გამოკითხვაში ლიდერობს

მსოფლიოში პოპულარულმა საიტმა "პლანეტ რაგბიმ" ახალ ზელანდიაში გამართულ 2011 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ტურნირის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა. გარდა ამისა, პოპულარული საიტი გულშემატკივართა შორის გამოკითხვასაც ატარებს, რის შედეგადაც ქომაგთა სიმბოლური ნაკრები უნდა დაკომპლექტდეს.სრულად...
მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში ახალი ზელანდიის გამარჯვებით დასრულდა

ახალ ზელანდიაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში. ჩემპიონატის გამარჯვებული ტურნირის მასპინძელი გუნდი გახდა. ზელანდიამ დაძაბულ ორთაბრძოლაში საფრანგეთის ნაკრები მინიმალური სხვაობით – 8:7 დაამარცხა. მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი ავსტრალია გახდა, რომელმაც უელსის გუნდს 21:18 სძლია.სრულად...
ახლგაზრდა მორაგბეები ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს მორაგბეთა ასაკობრივი ნაკრები 25 ოქტომბრიდან 6 ნოემრამდე, ევროპის ჩემპიონატზე, ბუქარესტში იასპარეზებენ.
17–წლამდელები ჯასტინ ბრიდუს სახელობის ევროპის პირველობის შესარჩევ ტურნირში ითამაშებენ, მათი მეტოქები კი, რუმინეთი, პორტუგალია და ბელგია იქნებიან.
ახალგაზრდებმა წლეულს ივნისში, ბუქარესტში გამართული შავი ზღვის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ, რომელზეც რუსეთს, რუმინეთს და უკრაინას მოუგეს.სრულად...
საფრანგეთის წინააღმდეგ ახალი ზელანდია იბრძოლებს

რაგბის მსოფლიო თასის ფინალში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, ახალი ზელანდია ითამაშებს. ზელანდია, ნახევარფინალში, ავსტრალიას დაუპირისპირდა და მეტოქე 20-6 დაამარცხა. მატჩის პირველ ნახევარში, ტურნირის მასპინძლებმა, ავსტრალიელთა ჩათვლის მოედანი აიღეს და შეხვედრის ერთადერთი ლელო დადეს. პირველი ტაიმი 14-6 დასრულდა. საბოლოოდ კი, მატჩი ზელანდიელებმა 20-6 მოიგეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. სრულად...
მამუკა გორგოძე საუკეთესო მოთამაშეების ხუთეულში მოხვდა

მსოფლიო თასის გათამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალურმა მედია ორგანომ "RADIO SPORT RWC 2011"-მა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში, დღემდე გამართული მატჩების მიხედვით, საუკეთესო მოთამაშისთვის გამოსავლენი ქულები დააჯამა. პრინციპი, რომლითაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ვლინდება მარტივია. სრულად...
რაგბის კავშირმა მსოფლიოს თასი შეაჯამა
საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ ახალი ზელანდიიდან დაბრუნების შემდეგ მორიგი შემაჯამაბელი პრესკონფერენცია გამართა. 12 ოქტომბერს „შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ჟურნალისტებს, მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ილია მაისურაძე, ნაკრების მედიამენეჯერი ლაშა ხურციძე და მორაგბეები ბიძინა სამხარაძე, ჯაბა ბრეგვაძე სანდრო თოდუა და ლაშა ხმალაძე ესაუბრნენ. სრულად...









