ირაკლი ცირეკიძე დისკვალიფიცირებულია

ირაკლი ცირეკიძეს სამთვიანი დისკვალიფიკაცია შეეხება, ოლიმპიური თამაშების მოქმედი ჩემპიონის დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. შეცდომის თავიდან ასაცილებლად ტესტი განმეორებით ჩატარდა და ორივე შემთხვევაში შემოწმებამ ცირეკიძის სისხლში აკრძალული ნივთიერება - "კანაბოიდის" ჯგუფის დოპინგი აღმოაჩინა, რომელიც არ ითვლება ეგრეთწოდებულ ენერგიულ დოპინგად. ეს დოპინგი არ მიიღება შეჯიბრების წინ, რათა სპორტსმენის ძალაზე გავლენა არ იქონიოს. სრულად...
86-ე საჯარო სკოლაში კრივის დარბაზი გაიხსნა

ზემო ელიაზე მდებარე 86-ე საჯარო სკოლაში კრივის ახალი დარბაზი გაიხსნა. ახლად გარემონტებულ კომპლექსში ამავე სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ სახეობებში მიიღებენ მონაწილეობას. დღეს კრივის დარბაზის გახსნასთან დაკავშირებით სტარტი თბილისის ღია პირველობამ აიღო. შეჯიბრში 120 სპორტსმენი ასპარეზობს. ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში მომდინარეობს. ტურნირის ფინალური შეხვედრები კი 19 თებერვალს გაიმართება. გამარჯვებულებს თასები მედლები და სიგელები გადაეცემათ.სრულად...
ლონდონის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ბილეთები ცუდად იყიდება

ლონდონის ოლიმპიადაზე საფეხბურთო მატჩები, შესაძლოა, ნახევრად ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდეს. ჯერჯერობით, საფეხბურთო შეჯიბრზე რაოდენობრივად ყველაზე მეტი ბილეთია გაყიდული, თუმცა პროცენტულად ყველა სახეობას ჩამორჩება. ოლიმპიადის დაწყებამდე 6 თვით ადრე, სხვა სახეობებზე თავისუფალი ადგილები პრაქტიკულად აღარაა დარჩენილი, საფეხბურთო თამაშებზე კი ბილეთების ორი მესამედი ჯერაც ელის მყიდველს. სრულად...
იოსებ ხუციშვილმა ახალი რეკორდი დაამყარა
რვაგზის მსოფლიო რეკორდსმენმა იოსებ ხუციშვილმა ახალი რეკორდი – ცალ ხელზე, ამოტრიალებული მტევნით აზიდვაში დაამყარა. ქართველმა რეკორდსმენმა ფრანგი რეკორდსმენის შედეგი - 29 აზიდვა, 55-მდე გააუმჯობესა. იოსებ ხუციშვილის შედეგი ამერიკისა და ინდოეთის რეკორდების წიგნში დაფიქსირდება და ქართველი რეკორდსმენი მსოფლიო რეკორდების ფედერაციისგან სპეციალურ სერთიფიკატს მიიღებს.სრულად...
ქართველმა სუმოისტებმა ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს

ქართველმა სუმოისტებმა ტოჩინოშინიმ(ლევან გორგაძე) და გაგამარუმ(თეიმურაზ ჯუღელი) იანვრის ბაშოზე წარმატებით დაიწყეს გამოსვლა. მეცხრე საჭიდაო დღის შემდეგ გაგამარუმაც და ტოჩინოშინმაც ექვსი მოგება და სამი წაგება მოაგროვეს და დარჩენილი ექვსი ჭიდაობიდან ორსაც თუ მოიგებენ, დადებით ბალანსს შეასრულებენ, რაც მათი წოდების ასამაღლებლად აუცილებელია. შეგახსენებთ იმასაც, რომ იანვრის ბაშოს დაუმარცხებლად ლიდერობენ მონღოლი იოკოძუკა ჰაკუჰო და ესტონელი ოძეკი ბარუტო, რომელთაც ცხრავე შერკინება მოგებული აქვთ. სრულად...
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი იუბილარია
მსოფლიო კრივის ლეგენდა მუჰამედ ალი დღეს იუბილარია, მას 70 წელი შეუსრულდა. კასიუს მარის კლეი, იგივე მუჰამედ ალი 1942 წლის 17 იანვარს დაიბადა. ის საკმაოდ შეძლებულ ოაჯახში იზრდებოდა. კრივისადმი ინტერესი ბავშვობაში სწორედ მაშინ გაუჩნდა, როდესაც ქუჩაში ხულიგანმა ბიჭებმა ველოსიპედი წაართვეს. მან კრივის შესასწავლად ცნობილ მსოფლიო ჩემპიონს მასა დანდის მიაშურა. კლეიმ მთავარ მწვრთნელს პირველი ვარჯიშისას ამბიციურად და თავდაჯერებულად განუცხადა, რომ მალე ოლიმპიური ჩემპიონი, ხოლო მომავალში საუკეთესო პროფესიონალი მოკრივე გახდებოდა. სრულად...
ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს კრივის ასოციაციის ტექნიკურ დელეგატად აირჩიეს

მსოფლიოს კრივის ასოციაციამ (AIBA) საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი ასოციაციის ტექნიკურ დელეგატად აირჩია. ახალკაცი პირველი ქართველი გახდა, ვინც მსოფლიოს ასოციაციის ტექნიკური დელეგატი გახდა. მან უფლება მიიღო სხვადასხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზე ტექნიკურ დელეგატად იმუშაოს. ცნობისთვის, მსოფლიოს კრივის ასოციაციას სულ 18 ასეთი დელეგატი ჰყავს, აქედან 8 ევროპელია.სრულად...
სოფიკო გურამიშვილმა 2012 წელი გამარჯვებით დაიწყო

ქართველმა საერთაშორისო დიდოსტატმა სოფიკო გურამიშვილმა 2012 წელი გამარჯვებით დაიწყო. გურამიშვილი, იტალიურ რეჯიო - ემილიაში დასრულებულ ქალთა ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირში, 10-დან 8 ქულით დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე. გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა ანა შარევიჩი (ბელორუსია), 6,5 ქულით მესამეა იატალიელი მარია ბრუნელო.სრულად...
სამთო-სათხილამურო ფედერაციამ 2011 წელი შეაჯამა
სამთო-სათხილამურო ფედერაციაში, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ნათაძემ და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ცაგარელმა მასმედიის წარმომადგენლებთან 2011 წელი შეაჯამეს. ასევე, მიმდინარე თასის გათამაშებაზეც იაუბრესსრულად...
წყალბურთში 2014 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ განვლილი სეზონის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და სამომავლო გეგემებზეც ისაუბრა. ჟურნალისტების შეკითხვებს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა და წყალბურთელთა ახალგაზრდული ნაკრებების კოორდინატორმა რევაზ ჩომახიძემ უპასუხეს.სრულად...
"ტორნადოდ" წოდებულმა ქართველმა მოკრივემ გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა უკრაინაში. ქალაქ ზაპოროჟიეში მან განელი ოსი დურანი დაამარცხა და მოიპოვა საბჭოს (WBC) ვერსიის მსოფლიო ჩემპიონის “ვერცხლის ქამარი”. შეგახსენებთ, რომ საბჭოს ვერსიის ტიტული კრივში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება. ხურციძეს განელ ოსი დურანთან საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გადახდა. სრულად...
გია გიორგაძე: ჭადრაკში ძალიან წარმატებული წელი გვქონდა
ქართული ჭადრაკის ცხოვრებაში წლევანდელი წელი ერთობ გამორჩეული იყო. თბილისში, წელს პირველად ჩატარდა ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელშიც უძლიერესი ქალი მოჭადრაკეები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე, საქართველოს სტუმრობდა ცნობილი რუსი მოჭადრაკე გარი კასპაროვი, რომლის ფონდი, ქართულ სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილების დანერგვას შეუწყობს ხელს.სრულად...
კრივში საქართველოს ჩემპიონატი გრძელდება
კრივში საქართველოს ჩემპიონატს ზუგდიდის "სპორტის სასახლე" მასპინძლობს. საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად სხვადასხვა რეგიონის 105 სპორტსმენი იბრძვის. ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და ფინალური შეხვედრები 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. ჩემპიონები სულ 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. სრულად...
ქართველი მებრძოლების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
ქართველი მებრძოლების წარმატება იტალიაში - ქალაქ სალერნოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პანკრატიონის ნაკრების ორი წევრი ვერცხლის პრიზიორი გახდა. ჩემპიონატზე ევროპის ათი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები ასპარეზობდნენ. სრულად...
ლევან გორგოძემ გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ სამხრეთ იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე სეზონის უკანასკნელ ბაშოზე თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინის შიკონით ცნობილ ქართველს ექვსი საწყისი პაექრობა წააგო და ამ გამარჯვებით წარუმატებელი სერია დაასრულა. მას დარჩენილ რვა ბრძოლაში შვიდის მოგება მართებს, მეორე მაეგაშირას პრესტიჟული წოდება რომ შეინარჩუნოს. სრულად...
ამირან პაპინაშვილმა ამსტერდამის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა ამსტერდამში მიმდინარე მეორე ადგილი დაიკავა. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე პაპინაშვილმა ფინალამდე შემხვედრი ყველა მოწინააღმდეგე სუფთად დაამარცხა.გადამწყვეტ ბრძოლაში კი მონღოლ ტუმურხელუგ დავაარდორს ვაზარით და იოკოთი უგებდა, თუმც მეტოქეს ბოლო წუთში ორი ვაზარი დაუთმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 66 კლოგრამში ორი რაუნდი გაიარა ლაშა შავდათუაშვილმა. სრულად...
ქართველმა ძალოსანმა გია მაჭავარიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირადი რეკორდი დაამყარა
ქართველმა ძალოსანმა გია მაჭავარიანმა (105 კგ.) პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირადი რეკორდი დაამყარა, ჯამური 409 კგ. დასძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო შედეგებით კი, მესამეადგილოსან მეტოქეს ერთადერთი კილოგრამით ჩამორჩა.სრულად...
ჯო ფრეზერი გარდაიცვალა
ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ჯო ფრეზერი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის სიმსივნე გახდა. რის გამოც, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, იგი კლინიკაში იმყოფებოდა. მოკრივისთვის კარიერის განმავლობაში ყველაზე წარმატებული 1964 წელი იყო, როცა იგი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.1970 წელს კი ის მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ ორი სხვადასხვა ვერსიით დასახელდა. სრულად...
სამბისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება
10-14 ნოემბერს ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსი სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე ოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრება. 8 ნოემბერს, სამბოს ფედრაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ გიორგაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გალდავამ ჟურნალისტებთან ნაკრების მზადების შესახებ სამბოს „სპორტის სასახლეში" ისაუბრეს. სრულად...
საქართველოს ნაკრებმა ევროპის თასზე ფარიკაობაში მეორე ადგილი დაიკავა

ევროპის თასის გათამაშების ეტაპზე ფარიკაობაში საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატში აზერბაიჯანის, იტალიის, უკრაინის, სომხეთის, გერმანიის, ბელორუსისა და საქართველოს 23 წლამდე მოფარიკავეები მონაწილეობდნენ. ქართველი სპორტსმენები ფინალურ შეხვედრაში ფავორიტ უკრაინას დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ორთაბრძოლაში 45:41 დამარცხდნენ. მესამე საპრიზო ადგილისთვის კი ერთმანეთს იტალიისა და ბელორუსის ნაკრებები შეხვდნენ. ბრინჯაოს მედლები იტალიელებმა მოიპოვეს. ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი საუკეთესო ქართველი სპორტსმენი სანდრო ბაზაძე აღმოჩნდა.სრულად...








