ხინჩეგაშვილი და მარსაგიშვილი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლნენ
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულებულ ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ფალავნები წარმატებით გამოვიდნენ - თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) მოიპოვეს, ვერცხლის მედლებს მძიმეწონოსანი თედორე ებანოიძე და მამუკა კორძაია (96 კგ) დაეუფლნენ, დავით გალეგაშვილმა (66 კგ) კი ბრინჯაო იკმარა.სრულად...
თბილისის ოქროს გრან-პრი 14 ქვეყანას შეკრებს

10-12 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (ფილას) გადაწყვეტილებით, მას ზედიზედ მეორე წელია, ოქროს გრან-პრის სტატუსი მიენიჭა და შესაბამისად, ბაქოში ჩასატარებელი ფინალური გრან-პრის (8-10 ივლისი) შესარჩევ ეტაპადაც მიიჩნევა.სრულად...
ლუკა კურტანიძე: სახალხო კრება ყველგან იქნება სადაც უსამართლობას დაინახავს

გიორგი დემეტრაძის 8 წლიან სასჯელთან დაკავშირებით, ყოფილმა სპორტსმენმა და ამჟამად სახალხო კრების წევრმა ლუკა კურტანიძემ "allsport" თან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, სახალხო კრება ყოველთვის გვარდით დაუდგება იმ ადამიანებს, ვინც უკანონო პატიმრობაში იმყოფება. "allsport" ის შეკითხვაზე დაესწრება თუ არა ლუკა კურტანიძე საქართველო – ხორვატიის შეხვედრას და შეუერთდება, თუ არა პათოსსს, რომელსაც ხალხი დემე! დემეს! შეძახილით გააჟღერებს ! მისი თქმით, სახალხო კრება ყველგან იქნება, სადაც უსამართლობას დაინახავს. სრულად...
საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე წარუმატებლად იასპარეზა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 26-27 თებერვალს, ვარშავაში ჩატარებულ მსოფლიოს თასზე წარუმატებლად იასპარეზა. ტურნირზე გადახალისებული 8-კაციანი შემადგენლობა გავიდა და სამეულში შესვლა ვერავინ შეძლო.საქართველოს ძიუდოსტთა ნაკრების მომდევნო შეჯიბრი ევროპის ჩემპიონატი იქნება, რომელიც 21-24 აპრილს სტამბულში გაიმართება.სრულად...
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში 25-27 თებერვალს ნიკოლა პეტროვის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შეჯიბრი ოქროს მედლის გარეშე დაამთავრა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბეგი დარჩიამ ბულგარეთში 8 შეგირდი იახლა და მათგან ხუთი კვარცხლბეკზე ავიდა. სრულად...
სამბოს სპორტის სასახლე 3 მარტს გაიხსნება

სამბოს "სპორტის სასახლე" 3 მარტს, 12:00 საათზე, ოფიციალურად გაიხსნება, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. გახსნის ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან და სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, თბილისში საგანგებოდ ამ დღისათვის ჩამოსული სამბოს საერთაშორისო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით რუდმანი დაესწრება.სრულად...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დიუსელდორფში ცხრა კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 19-20 თებერვალს, დიუსელდორფში ჩასატარებელ მსოფლიოს გრან-პრიზე 9-კაციანი შემადგენლობით გამოვა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო ტატამს ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დაუბრუნდება, რომელიც გერმანიაში ჩასვლამდე, ვენაში სრულფასოვან სამედიცინო გამოკვლევას გაივლის. სრულად...



ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს, სტამბულში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპინატამდე ერთი დღით ადრე, 11 სექტემბერს ჭიდაობის საერთაშორისო კონგრესი გაიმართება, სწორედ აქ გადაწყდება თუ სად გაიმართება ევრო 2013.
საქართველოს ძიუდოისთა ნაკრების ლიდერმა ირაკლი ცირეკიძემ მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მან რუსი სერგეი სამოილოვიჩი დაამარცხა და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიდან მხოლოდ ირაკლიმ შეძლო ერთადერთი მედალის წამოღება პარიზში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან.






