ჯოკოვიჩმა დაამტკიცა, რომ ნადალზე ძლიერია

2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ დროისათვის უძლიერესი ჩოგბურთელია. 24 წლის სერბმა ავსტრალიის ღია პირველობის ძალზე დაძაბულ ფინალში საერთო ანგარიშით 3:2 დაამარცხა ერთი წლით უფროსი რაფაელ ნადალი, რომელსაც შარშან ჩამოართვა პირველი ჩოგნის სტატუსი. სულ კი ბოლო ერთ წელიწადში მეშვიდედ მოიგო ფინალი, მათ შორის უიმბლდონზე და აშშ-ის ღია პირველობაზე. სრულად...
ვინუს უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობაში არ იასპარეზებს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ვინუს უილიამსმა, რომელიც მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატის "უიმბლდონის" ხუთგზის გამარჯვებულია და ორჯერ აქვს ჩოგბურთის ღია პირველობა მოგებული, საბოლოოდ უარი თქვა ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობაზე. სეზონის პირველი ტურნირი 16 იანვარს იწყება და 31 წლის ამერიკელი ამბობს, რომ ამ მოკლე პერიოდში ვერ მოახერხებს სათანადო ფორმაში ჩადგომას. სრულად...
დევისის თასი ესპანეთმა მოიგო

დევისის თასის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა არგენტინა 3:1 დაამარცხა და მეხუთედ მოიპოვა ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო გუნდური ტიტული. ფინალს ესპანური ქალაქი სევილია მასპინძლობდა. გადამწყვეტი გამოდგა 4 დეკემბერს ესპანელ რაფაელ ნადალსა და არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვედრა, რომელშიც მასპინძელთა საუკეთესო ჩოგბურთელმა პირველი სეტი 1:6 წააგო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი სეტი მოიგო და საერთო ანგარიში 3:1 გახადა. სრულად...
ფედერერმა ATP-ის მსოფლიო ტური გამარჯვებით დაასრულა

ATP-ს მსოფლიო ტური როჯერ ფედერერის გამარჯვებით დასრულდა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ლონდონში გამართული სეზონის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ფრანგი ჟო-უილფრედ ცონგა სამ სეტში დაამარცხა. ფედერერისთვის ეს ფინალი კარიერაში მე-100 იყო, ხოლო ტიტული 70-ე გამოდგა.სრულად...
კვიტოვა საუკეთესოდ აღიარეს

ჩეხი პეტრა კვიტოვა, 2011 წლის საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად აღიარეს. აწ უკვე დასრულებულ სეზონში 21 წლის ჩოგბურთელმა 6 ტურნირის მოგება მოახერხა, მათ შორის უიმბლდონის და წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის. პეტრას თავი არც ეროვნულ გუნდში შეურცხვენია და პირველად ისტორიაში ჩეხეთს ფედერაციის თასის მოგებაში დაეხმარა. შესანიშნავად ჩატარებული სეზონის გამო, მან ასევე "ყველაზე პროგრესირებადი ჩოგბურთელის" წოდება მიიღო, ხოლო პროფესიონალიზმის, საქმისადმი ყურადღებით მიდგომის და fair play ის წესების დაცვის გამო კარენ კრანცკეს პრიზით დაჯილდოვდა.სრულად...
სტოკჰოლმის ღია ჩემპიონატის მიმოხილვა
სტოკჰოლმში მიმდინარე ჩემპიონატზე გუშინ, საინტერესო შეხვედრები გაიმართა. მათგან აღსანიშნავია ნალბანდიანისა და ქსავიერ მასეს დუელი, სადაც დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება არგენტინელს ხვდა წილად. სამხრეთ ამერიკელმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი დათმო 4-6, თუმცა შემდგომ ორ სეტში ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე შეძლო წარმატების მიღწევა( 7-6 (8/6 და7/3).სრულად...
ნადალი ჩოგბურთთან ერთად ფეხბურთსაც ითამაშებს

"დიდი მუზარადის" ათეულობით ტურნირის გამარჯვებული, მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი, თავისუფალ დროს საფეხბურთო გუნდ "ინტერ მონაკორში" ითამაშებს. ნადალის გუნდი, მალიორკას ჩემპიონატის მესამე დივიზონში ასპარეზობს. გუნდის ხელმძღვანელებმა უკვე მოაწყვეს ახალი ფეხბურთელის პრეზენტაცია და მას 10 ნომრიანი მაისური გადასცეს.
სრულად...ნალბანდიანი სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე ითამაშებს

მსოფლიოს ექს-მესამე ჩოგანი დავიდ ნალბანდიანი, კარიერაში პირველად სანკტ-პეტერბურგში ATP ს ტურნირზე ითამაშებს. ნალბანდიანმა ტურნირის ორგანიზატორებისგან wild card მიიღო. შეგახსენებთ, რომ ტურნირის განთესილთა სიას სათავეში უდგანან ფრანგი ჟილ სიმონი და სერბი იანკო ტიპსარევიჩი.
სრულად...ვოზნიაცკიმ ქარს უსაყვედურა

US Openზე მორიგ მატჩში, ვანეი კინგის დამარცხების (6:2, 6:4)შემდეგ, კაროლინა ვოზნიაცკიმ აღნიშნა, რომ ძლიერი ქარის გამო, მთელი მატჩის განმავლობაში პრობლემები ექმნებოდა. მეოთხე წრეში დანიელი ჩოგბურთელი აკგულ ამანმურადოვისა და სვეტლანა კუზნეცოვას შორის გამარჯვებულს შეხვდება.სრულად...
ფლავია პენეტა:"ეს ჩემი საუკეთესო გამარჯვებაა"

იტალიელმა ჩოგბურთელმა ფლავია პენეტამ, US Open ის მესამე წრეში, რუსი მარიამ შარაპოვა დაამარცხა. ჟურნალისტთან საუბარში პენეტამ, რომელმაც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს მოუგო, აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებით უზომოდ ბედნიერია.
"ვფიქრობ, ეს გამარჯვება ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს კარიერაში და სამუდამოდ ასე იქნება, - ციტირებს ფლავიას სიტყვებს სააგენტო Reuters.-მე ძალიან ბედნიერი ვარ და დღევანდელი დღე ჩემს კარიერაში დასამახსოვრებელი მომენტია, თუმცა ეს მატჩი უკვე დამთავრდა და მეც ვალდებული ვარ კონცენტრაცია მომდევნო მოწინააღმდეგეზე მოვახდინო".სრულად...
ცინცინატის ტურნირი ენდი მარეიმ მოიგო

ცინცინატის ტურნირი ენდი მარეიმ მოიგო. შეჯიბრის ფინალში ბრიტანელ ჩოგბურთელს მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდა. სერბმა სპორტსმენმა პირველი სეტი 6-4 დაათმო, მეორე სეტში კი, როცა ჯოკოვიჩი 3-0-ს აგებდა, მხარის ტრავმის გამო, თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ენდი მარეის გამარჯვება მიულოცა. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ კარიერის მე-18 ტიტული მოიგო.22 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიო რეიტინგის სათავეში კვლავ სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი რჩება. მეორე პოზიციაზე რაფაელ ნადალია, საუკეთესო სამეულში იმყოფება როჯერ ფედერერი. ცინცინატის ტურნირის გამარჯვებული ენდი მარეი კი მეოთხე ადგილს იკავებს.სრულად...
ჯოკოვიჩმა მონრეალშიც იმარჯვა

სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი,მონრეალში გამართული АТР ს ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალურ დაპირისპირებაში ჯოკოვიჩმა ამერიკელი მარდი ფიში 3 სეტში დაამარცხა.ამ გამარჯვების წყალობით სერბმა "მასტერსის" სერიის ტურნირების რეკორდი მოხსნა, მოიგო რა ზემო აღნიშნული სერიის 5 ტურნირი ერთ სეზონში.ასევე ჯოკოვიჩმა, ბოლო 18 წლის მანძილზე პირველმა მოახერხა მოეგო თავისი პირველი ტურნირი მსოფლიოს პირველი ჩოგნნის რანგში.სრულად...
ირაკლი ლაბაძე აქტიურ სპორტს დაუბრუნდა

ქართველი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე აქტიურ სპორტს დაუბრუნდა. 30 წლის სპორტსმენი უზბეკეთში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობს. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 35 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. ირაკლი ლაბაძე უზბეკეთის ტურნირზე დენის ისტომინთან ერთად წყვილთა თანრიგში მეოთხედფინალში იასპარეზებს. ლაბაძემ და ისტომინმა უზბეკურ წყვილს 2 სეტში იოლად 6-1 6-1 სძლიეს. მეოთხედფინალურ ეტაპზე ლაბაძისა და ისტომინის მეტოქე ჯერალდ მელცერისა და მიხაილ ვასილიევის წყვილი იქნება. სრულად...
ანა ტატიშვილი მსოფლიოს 84–ე ჩოგანი გახდა

ანა ტატიშვილი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის განახლებული რეიტინგის მოწინავე ასეულში მოხვდა. 21 წლის ჩოგბურთელმა გასულ კლასიფიკაციასთან შედარებით, 34 ადგილიანი ნახტომი გააკეთა და მსოფლიოს 84-ე ჩოგანი გახდა. ტატიშვილის აქტივში 785 ქულაა და მომდევნო ადგილზე მყოფ ჩინელ შუაი ჟენგს 15 ქულით უსწრებს, ქართველის წინ მყოფ რუმინელ სორანა კირსტეას კი 791 ქულა გააჩნია. სრულად...



სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე 25 ათასიანი ტურნირის მერვედფინალში თამაშის უფლება ოთხმა ქართველმა ჩოგბურთელმა მოიპოვა. ანი გოგვაძის წარმატების შესახებ გუშინაც მოგახსენეთ, დღეს კი მას მხარი ნათია გეგიამ, სოფო შაფათავამა და თათია მიქაძემაც აუბეს.
ნიუ იორკის კორტებზე გრძელდება ამერიკის დიდი სლემის ღია საჩოგბურთო ტურნირი. ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპის საგზური იოლად მოიპოვა მსოფლიოს რეიტინგის მესამე ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა.
რადეკ შტეპანეკი გახდა გამარჯვებული ვაშინგტონში გამართული АТР Legg Mason Classic - 2011-ის. 32 წლის ჩეხმა დაამარცხა 24 წლის ფრანგი გაელ მონფისა. ანგარიშით 6:4 6:4
გამოქვეყნდა WTA-ს რეიტინგი
ფინალურ დაპირისპირებაში 22 წლის პოლონელმა დაამარცხა, მსოფლიოს მესამე ჩოგანი რუსი ვერა ზვონარევა. ანგარიშით 6:3 6:4






