"მეტრო-ნიუსის" ინტერვიუ "AIR GEORGIA"-სთან
იტალიის სერია A-ში წარმატებული თამაშის შემდეგ ვიქტორ სანიკიძით პრესა დაინტერესდა. გაზეთ "მეტრო-ნიუსის" ჟურნალისტმა ნიკოლა ძანარინიმ AIR GEORGIA-ად წოდებულ ქართველ ფორვარდს საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა. შეგახსენებთ, რომ სანიკიძე იტალიის ჩემპიონატის გასული ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. მან "აველინოსთან" მატჩში 16 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.სრულად...
პეტრ ჩეხი: ჩემი პოზიცია ჩემს ხელშია
ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ”ჩელსის” მეკარე პეტრ ჩეხმა ახალი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, რომელიც 2017-წლამდეა გათვლილი. ახლა კი გთავაზობთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის ინტერვიუს, რომელიც მან კლუბის ოფიციალურ საიტს მისცა.
- ჯერ კიდევ დეკემბერში, ”მანჩესტერ სიტისთან” თამაშის შემდეგ მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ თქვენთან ახალი წლის მერე ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე წავიდოდა მოლაპარაკებები და როგორც ვხედავთ, წარმატებით დასრულდა. რატომ დაგეგმეთ მოლაპარაკება მაინცდამაინც ახალი წლის მერე?
სრულად...
გია გიორგაძე: ჭადრაკში ძალიან წარმატებული წელი გვქონდა
ქართული ჭადრაკის ცხოვრებაში წლევანდელი წელი ერთობ გამორჩეული იყო. თბილისში, წელს პირველად ჩატარდა ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელშიც უძლიერესი ქალი მოჭადრაკეები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე, საქართველოს სტუმრობდა ცნობილი რუსი მოჭადრაკე გარი კასპაროვი, რომლის ფონდი, ქართულ სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილების დანერგვას შეუწყობს ხელს.სრულად...


საქართველოს კალათბურთის ფედერაციისთვის 2011 წელი ყველაზე წარმატებული და დასამახსოვრებელი გამოდგა. ქართული კალათბურთის ისტორიაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში, სადაც ევროპის 12 საუკეთესო გუნდში მოხვდა.
რამდენიმე დღის წინ ლიტვაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა კი ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევრობასკეტზე.






